loader

"ვფიქრობ, ეს უნდა დამეწერა.." - მურთაზ ზოდელავას მეუღლე, მაიკო მუმლაძე "პოსტს" აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობ, ეს უნდა დამეწერა.." - მურთაზ ზოდელავას მეუღლე, მაიკო მუმლაძე "პოსტს" აქვეყნებს

მაიკო მუმლაძის მურთაზ ზოდელავას მეუღლე, მაიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ვფიქრობ, ეს უნდა დამეწერა.. მურთაზის მამა 83 წლის კაცია, უწესიერესი, უპატიოსნესი და უსაყვარლესი ადამიანი. მურთაზის დაკავების შემდეგ ვუთხარი, თქვენზე და დედაზე ძალიან ნერვიულობს და ღელავს მურთაზი და გამაგრდი - თქო, ასე მიპასუხა:ხომ იცი, ჩემი ბაბუა - ჩეკისტებმა 1924 წელს დახვრიტეს. მამაჩემს, როგორც მტრის შვილს რეპრესიები არ აკმარეს და დააპატიმრეს, ოჯახი აუწიოკეს და სამეგრელოდან აფხაზეთში გადაგვასახლეს, ჩემმა ოჯახმა ომიც და დევნილობაც გამოიარა, (თვითონ სოხუმში დარჩა, ოჯახს კი ჭუბერის გავლით მოუწია ჩამოსვლა).

წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, თორემ ჩვენი ოჯახის არც ერთ თაობას განსაცდელი არ დაკლებია და ხომ ხედავ,მარტო კი არ გადავრჩით, ღირსეულად მოვედით აქამდე, ამ განსაცდელსაც აუცილებლად მოვერევით, ღირსეულად უნდა გავიაროთ და მაგრად უნდა ვიყოთ. უთხარი, ჩვენზე არ იდარდოს, მის გვერდით ვართ და ყველაფერი კარგად იქნებაო.… ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს…ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება !!!" - წერს მაიკო მუმლაძე.