რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის ჩანიშნული შეხვედრა - საკითხი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა
რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის ჩანიშნული შეხვედრა - საკითხი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სახეზეა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ამჯერად ეუთოს თავმჯდომარეზე თავდასხმაში გამოიხატა. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეურიგდება.
პრემიერსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის გუშინ ჩანიშნული შეხვედრა ბუნდოვანი გარემოებების გამო გაუქმდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრის გაუქმების ინიციატორი თავად იყო, ელინა ვალტონენის თქმით კი გეგმები მან საკუთარი გრაფიკის გამო შეცვალა.