უწყვეტი პროტესტის 322-ე დღე - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის 322-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია.ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.