loader

“სამგორის” მეტროში მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა - სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამგორის” მეტროში მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა - სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტრო-სადგურ „სამგორში“ მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე მეტროსადგური არ ფუნქციონირებს,

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ვარკეთილი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.