რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ?
რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ - ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი ამ ვითარებიდან გამოსავლად საპროტესტო აქციებს ხედავს და კვლავ გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი მთავარი გეგმაა, დაანახონ მოქალაქეებს რა მოიტანა რეალურად ბოიკოტმა.
ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობენ პოლიტიკის ექსპერტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლა დროა ხელისუფლების ოპონენტებმა საზოგადოებას რეალური გეგმა შესთავაზონ თუ როგორ აპირებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას.