საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 0-3 მარცხდება
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან მართავს. მატჩი იზმითში ტარდება.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა - ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც გოლებშიც გადაიზარდა. პირველი გოლი მე-14 წუთზე ქენან ილდიზმა გაიტანა, 22-ე წუთზე კი დემირალმა უპირატესობა გაზარდა და ანგარიში 2-0 გახდა.
თურქების აქტიურობას 35-ე წუთზე აქგუნის გოლი მოჰყვა - 3-0
4 სექტემბერს, თბილისში მუნდიალის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩი თურქეთმა საქართველოს ნაკრებს 3:2 მოიგო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.