"მე გირჩევთ ამ აბსურდიდან გამოხვიდეთ! მართლა საოცრებაა, რასაც ცდილობთ... შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს ათონელის სასახლის ღობესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე?
პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში - შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ რკინის ღობეს იგივე რაოდენობის ადამიანებით მიადგეთ და გადაანგრევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.