loader

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები; არიან დაღუპულები და დაკარგულები - სტიქიას მექსიკაში 130 ადამიანი ემსხვერპლა: მიმდინარეობს ევაკუაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები; არიან დაღუპულები და დაკარგულები - სტიქიას მექსიკაში 130 ადამიანი ემსხვერპლა: მიმდინარეობს ევაკუაცია

მექ­სი­კა­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 64 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 65 და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი მექ­სი­კის მთავ­რო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სტი­ქი­ის შე­დე­გად 100 000-მდე სახ­ლი და­ზი­ან­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ლა­უ­რა ვე­ლას­კე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მე­ტად იდალ­გოს და ვე­რაკ­რუ­სის შტა­ტე­ბი და­ზა­რალ­და. ვე­რაკ­რუს­ში 29 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 18 და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა, იდალ­გო­ში კი სტი­ქი­ას 21 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და 43 და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

წვი­მამ გა­ა­ნად­გუ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მათ შო­რის ხი­დე­ბი, და­იტ­ბო­რა და ტა­ლა­ხით და­ი­ფა­რა ქუ­ჩე­ბი.