loader

"ქოცებმა საკითხი ასე დააყენეს, ან ყველა აწევთ ერთ ადგილს და გარეთ გამოხვალთ, ან მორჩა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქოცებმა საკითხი ასე დააყენეს, ან ყველა აწევთ ერთ ადგილს და გარეთ გამოხვალთ, ან მორჩა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებები შევა.

"ქოცებმა მიიღეს კანონი, რის მიხედვითაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ადამიანების დიდი რაოდენობა დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინც გადავა გზაზე, დაიჭერენ და15 დღე ციხეში გაუშვებენ. მეორედ თუ იგივე ადამიანს, იგივე “დანაშაულზე” დააკავებენ სისხლი გაუშვებენ ციხეში.

ბოლო 6 თვეა რუსთაველის გამზირი რამდენიმე ადამიანის მხრებზეა. ათჯერ მეტი ამ პროცესის თანამონაწილედ თვლის თავს, მაგრამ შორიდან. არიან ისეთებიც, რომლებიც მუდმივი საყვედურებით და პრეტენზიებით ანგრევენ ფეისბუქს მხოლოდ. რუსთაველის სავალ ნაწილზე ისინი არასოდეს მინახავს, მაგრამ ყეფენ იცოცხლე. ქოცებმა საკითხი ასე დააყენეს, ან ყველა აწევთ ერთ ადგილს და გარეთ გამოხვალთ, ან მორჩა. რუსთაველი აღარ იარსებებსო. მთავარია ჩვენ რას ვუპასუხებთ," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც კირცხალიამ განმარტა, ცვლილებების თანახმად, „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება".

„რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად პარტიაში მიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.