"უკრაინაში დასრულდა ჩვენი კონცერტები - მადლობა თავისუფლებისთვის თავგანწირვით მებრძოლ უკრაინას! დიდება საქართველოს!" - ნინო ქათამაძემ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად კონცერტები გამართა, რომლის ამსახველ კადრებს გულშემატკივარს უზიარებს
მომღერალმა ნინო ქათამაძემ უკრაინაში, მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველთან ერთად კონცერტები გამართა. მუსიკოსი მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის:
"უკრაინაში დასრულდა ჩვენი კონცერტები
8.10.25 ოდესა ოპერისა და ბალეტის თეატრი
10.10.25 დნიპრო ოპერისა და ბალეტის თეატრი
12.10.25 ხარკოვი თეატრალური საკონცერტო დარბაზი
-თავშესაფარი კონცერტი პირველი -15.00
კონცერი მეორე-18.00
მადლობა თავისუფლებისთვის თავგანწირვით მებრძოლ უკრაინას!
დიდება საქართველოს!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - წერს ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში და კონცერტის მომენტებს აზიარებს.