"თუ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ფოკუსი გაასწორეთ" - რას წერს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
"თუ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ფოკუსი გაასწორეთ - აქციას ლილუაშვილმა კი არ უღალატა, იმან უღალატა, ვინც მასთან საქმე დაიჭირა." - წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, "შაბათის ფორმულას“ ცნობით, წყაროს ინფორმაციით, "4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს "ორმაგ აგენტად" მოიაზრებენ, რომელიც ხაბეიშვილთან ნდობაში შევიდა, გარკვეული დაპირება მისცა, გეგმა შესთავაზა, შემდეგ კი მათთან კომუნიკაცია გაწყვიტა".