ტრაგედია ქუთაისში - ავარიას ცნობილი პედიატრი მაია ბეშკენაძე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში ცნობილი პედიატრი მაია ბეშკენაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს.
შემთხვევა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბეშკენაძე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარის გამო ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.