loader

"ეს სპექტაკლი რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, ამას ვუკავშირებ [დაბარებას]. ალბათ ეს იქნება სპექტაკლის დასასრული" - ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სპექტაკლი რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, ამას ვუკავშირებ [დაბარებას]. ალბათ ეს იქნება სპექტაკლის დასასრული" - ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

კითხვაზე, რა საერთო აქვს მას „სამალავების საქმესთან“ დაკავშირებით, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა: „არანაირი საერთო არ მაქვს. არ მჯერა მაგ სამალავების“.

„მაინტერესებს რას მკითხავენ, ეს სპექტაკლი რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, ამას ვუკავშირებ [დაბარებას]. ალბათ ეს იქნება სპექტაკლის დასასრული“,-აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი.