"სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა" - რას ამბობს ბაჩო ახალაია კრიმინალურ პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლაზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლა მას არ უკავშირდებოდა.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, ადვოკატის მეშვეობით გაიგო სასწრაფოს გამოძახების შესახებ.
„არ ვიცი რას ნიშნავდა. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა“,- აღნიშნა ახალაიამ.
შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.