"ძალიან მრცხვენია და ძალიან მიტყდება..." - ბაჩო ახალაიას პირველი კომენტარი
რატომ უნდა გამოვრიცხო,- ასე უპასუხა შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მის დაკავებას.
ახალაიას თქმით, მას როგორც საქართველოს პატრიოტს, სცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ იყო.
„მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა,“ - განაცხადა ბაჩო ახალიამ.