შსს განმარტავს, რა მიზნით დაიბარეს ბაჩო ახალაია უწყებაში გამოკითხვაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.