ვრცელდება დაკავების კადრები - "შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 9 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 45 პირი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 9 პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 9 პირი დააკავა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 45 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.