ვრცელდება აკადემიკოსის დაკავების ამსახველი ვიდეო, სადაც ექიმი მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს მიმართავს - “შვილო, შენთან რა მაქვს პრეტენზია, ის 350 000 ოჯახი გააკეთებს დასკვნას, ვინც მე უფასოდ გავსინჯე”
71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება აკადემიკოსის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება, სადაც ცნობილი მედიკოსი მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს მიმართავს:
"შვილო, შენთან რა მაქვს პრეტენზია, ის 350 000 ოჯახი გააკეთებს დასკვნას, ვინც მე უფასოდ გავინჯე".
ვიდეოში, რომელიც ექიმის მეუღლემ გადაიღო, გიორგი ჩახუნაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს და ამბობს: "საქართველო აუცილებლად იქნება ევრო-ატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი".