loader

ექიმი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს - კადრები მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს - კადრები მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან

პოლიციამ ექიმი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა.

მანამდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გიორგი ჩახუნაშვილის სახლში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავება უკავშირებდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

ექიმის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები.

რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგია ჩანიშნული, არსებული ინფორმაციით, ბრიფინგის თემა, სავარდოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება.

ვიდეო: "პუბლიკა"