მეუღლის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ჩემს მობილურზე დამირეკეს შსს კრიმინალური დეპარტამენტიდან და ბაჩო დაიბარეს, ხვალ, 13:00 საათზე“, - წერს ანი ნადარეიშვილი.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალების გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.