loader

"დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ... პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ძმის ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ... პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ძმის ტრაგედიაზე

მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ყველასთვის საყვარელი მუსიკა მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ახალხან 40 დღე შესრულდა მისი და, თაკო ჩარკვიანი ამ ტრაგედიის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უამბობს და საკუტარ ემოციებს უზიარებს.

„პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგმვართეს. მას ფეხი რომ მოტყდა, ერთი ოპერაცია კარგად გაუკეთეს... მეორე ოპერაციის შემდეგ ამბობდა, რომ კოჭთან რკინა ერჭობოდა. გაიკეთა კიდე ერთი ოპერაცია ერთ ცნობილ კლინიკაში, ძალიან კარგ ქირურგიან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ოპერაციით დავიღუპეთ! აღმოჩნდა, რომ ბაუმანის ბაქტერია შეუყვანიათ აპარატით ოპერაციის დროს. ზუსტად იმავე პერიოდში დააინფიცირეს ასევე 15 წლის გოგონა. ის ახალგაზრდა იყო და როგორც ვიცი, რეაბილიტაცია მოხერხდა. მამუკა კი ისეთ ასაკში იყო, ვეღარ მოხერხდა რეაბილიტაცია. ბაუმანი არის უმძიმესი, მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც პნევმონიას და ათას უბედურებას იწვევს. ჩვენთან კი ვერ ხდება ამ ბაქტერიის მკურნალობა. აქ შესთავაზეს ფეხის მოკვეთა... ავსტრიაში ექიმი გვეხუმრა, კი მაგრამ, თავსაც ხომ არ მოაჭრიდნენო? პირ-ხახაში ჰქონდა უკვე ბაქტერია და ფეხის მოკვეთა რას უშველიდა? დავუკავშირდით ექიმ სოსო ნანობაშვილს, რომელმაც გერმანელ ქირურგთან ერთად თავად გააკეთა 4 მცირე და 4 დიდი ოპერაცია. წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა მამუკამ?! 8 ოპერაციას მოჰყვა ეტლი და უამრავი რაოდენობის ანტიბიოტიკის მიღება. ამან გაანადგურა მამუკას ჯამრთელობა და იმუნური სისტემა..."

თქვენი დედა, ქალბატონი ირმა, როგორც არის, როგორც გადაიტანა ეს ძლიერი ტრაგედიაა?

დედაჩემმა არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ. 90 წლისაა და გლაუკომით სრულად დაბრმავდა მძიმე ავადყოფია, გულზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული. მოძღვრიდან დაწყებული, ყველამ გვითხრა, რომ არ გვეთქვა... მეკითხება ხოლმე, ამდენ ხანს რატომ არის კლინიკაში. ამ ამბავში ის გვშველის, რომ იცის, მამუკას როცა პარკინსონი უმძაფრდებოდა, ასეთ დროს ლაპარაკიც უჭირდა, ამიტომიც დედას არ უკვირს, რომ ვერ ელაპრაკება...“