ავარია თელავში - არის მსხვერპლი
თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ წინანდალში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ტრაქტორის მძღოლი.
მიმდინარეობს გამოძიება.