loader

"ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაში, შლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაში, შლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ქუ­ჩამ მო­ახ­დი­ნა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია, ორ­ჯერ მა­ი­და­ნი, ქუ­ჩამ მო­ი­ტა­ნა არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი და მო­აქვს რე­ვო­ლუ­ცია მა­რო­კო­ში", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ მცი­რე ნა­წილს ვუ­პა­სუ­ხო, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მიგ­ვე­ღო, სხვა­ნა­ი­რად კი მოკ­ვდე­ბა პო­ლი­ტი­კა.ვერ მი­ი­ღებ იმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც არ არ­სე­ბობს, კვდე­ბა თუ არა ამით პო­ლი­ტი­კა? სრუ­ლი­ად პი­რი­ქით.მო­გიყ­ვე­ბით ის­ტო­რი­ას, 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ოპო­ზი­ცი­ამ გა­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია გუ­და­ურ­ში და ჩვენ მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და იე­რუ­სა­ლი­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პრო­ფე­სო­რი შლო­მო ავი­ნე­რი.

მა­შინ ზურა ჟვა­ნია და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ყოყ­მა­ნობ­დნენ ქუ­ჩის პრო­ტეს­ტის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ში, შლო­მომ გა­ა­წყვე­ტი­ნა და უთხრა: რა­ტომ გე­ში­ნი­ათ ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის? ეს ხომ პო­ლი­ტი­კის ლე­გი­ტი­მუ­რი და ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზაა.

ქუ­ჩამ მო­ახ­დი­ნა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია, ორ­ჯერ მა­ი­და­ნი, ქუ­ჩამ მო­ი­ტა­ნა არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი და მო­აქვს რე­ვო­ლუ­ცია მა­რო­კო­ში.

რო­დე­საც გარ­თმე­ვენ არ­ჩე­ვანს, ეს არის არა მარ­ტო გა­მო­სა­ვა­ლი, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გზა. ოც­ნე­ბამ “არ­ჩევ­ნებ­ში” ამომ­რჩევ­ლის მხო­ლოდ 20 % და­წე­რა შეძ­ლო, ამას და­ე­მა­ტა სხვა მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბის მცი­რე პრო­ცენ­ტი, მაგ­რამ 70%-მა უნდა მი­მარ­თოს თა­ვი­სი ენერ­გია სხვა ას­პა­რეზ­ზე, ქუ­ჩის პრო­ტეს­ტით, გა­ფიც­ვით, ეროვ­ნუ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით.

ჩვენ რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ურ დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟი­მის წე­სე­ბით არ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, შუ­ლერს არ უნდა მი­ვუს­ხდეთ მა­გი­დას­თან სა­თა­მა­შოდ, ჩვე­ნი გზა უნდა ვი­პო­ვოთ. ეს ორ-სამ დღე­ში შე­იძ­ლე­ბა არ მოხ­დეს, მაგ­რამ ვინც სწორ გზა­ზე დად­გე­ბა, წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა მი­სია!" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.