შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 12 პირი დააკავა - დაკავებულია ჯამში 35 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.
მისი თქმით, დაკავებულია ჯამში 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე, მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.