ვინ არის პირველი ქართველი ქალი ჩეხეთის პარლამენტში - "ჩემში ყოველთვის არის საქართველოს ნაწილი"
22 წლის კატერინა დემეტრაშვილი ჩეხეთის პარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია. ის ამერიკაში დაიბადა და ჩეხეთში გაიზარდა, მაგრამ ამბობს, რომ "ყოველთვის არის საქართველოს ნაწილი“ და მისი ოჯახის ისტორია კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ცოცხალი მაგალითია.
22 წლის იურისტი და "პირატების პარტიის"პროგრესული სახე, კატერინა „კატია“ დემეტრაშვილი, ჩეხეთის პოლიტიკურ სცენაზე სენსაციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ის ტეხასში (აშშ) დაიბადა და ერთი წლიდან პრაღაში ცხოვრობს, მისი გვარი და ოჯახური წარსული მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
"თუ მკითხავენ, ვინ ვარ, პასუხი რთულია. ჩეხეთში გავიზარდე, მაგრამ ჩემში ყოველთვის არის საქართველოს ნაწილი,“ - ამბობს კატერინა. სწორედ ქართული წარმომავლობის გამო, კატერინას ოჯახს პირადად აქვს განცდილი რუსეთის აგრესია, რამაც განსაზღვრა მისი ძლიერი პროდასავლური პოზიცია. განაგრძეთ კითხვა...