loader

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს: კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავდა. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.