loader

შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

რუსთაველის „მეტროს“ მიმდებარედ მოქალაქეები იკრიბებიან. საპროტესტო აქცია, რომელიც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშმა" ჩანიშნა.

როგორც მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა გოტა ჭანტურიამ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე გარკვეულ გეგმებსაც დააანონსებს, რომელიც საპროტესტო არეალის გაფართოებას ეხება.

"ჩვენთვის ნათელი არის, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება და მნიშვნელოვანია, რომ შევაფასოთ, საერთოდ, რა მოხდა, როგორც 4 ოქტომბერს, ასევე, იქამდე, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რატომ და გავიაზროთ ეს ყველაფერი, რეფლექსია მოვახდინოთ და ვიყოთ უფრო მტკიცე, უფრო ძლიერი.

თანაგრძნობით, ერთმანეთზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ წინააღმდეგობას. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გარკვეული ცვლილებები თვითონ მარშშიც არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამ სიახლეებსა და ცვლილებებს დავაანონსებთ დღეს და შევეცდებით, რომ გავაფართოოთ არეალი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ. პროპაგანდის წინააღმდეგ ფოკუსი უნდა გავასწოროთ იმიტომ, რომ პროპაგანდა არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რაც "ქართულ ოცნებას" გააჩნია", - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

მსვლელობა განცხადების გაკეთების შემდეგ დაიწყება და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებს, სადაც 315-ე დღეა, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.