"უმძიმესი მდგომარეობაა, ახლა ხდება, ამ წუთებში, ამ ხველების საწინააღმდეგო სიროფისგან 19 ბავშვი გარდაიცვალა ინდოეთში..." - გიორგი ფხაკაძე
"ინდოეთის სიროფებმა ბავშვები იმსხვერპლა.
ისევ ხდება ის, რასაც თავიდან უნდა ვიცილებდეთ — ბავშვები იღუპებიან დაბინძურებული სიროფებით.
შტატებში: რაჯასტანი, მადჰია პრადეში და ტამილ ნადუ დაფიქსირდა ტრაგედია: ბავშვები გარდაიცვალნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ინდური წარმოების სიროფი.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Coldrif სიროფის (მწარმოებელი კომპანია Sresan Pharma, ტამილ ნადუ) ლაბორატორიულ ანალიზში აღმოჩნდა დიოეთილენგლიკოლი (DEG) — ინდუსტრიული გამხსნელი, რომელიც მომაკვდინებელია მცირე დოზაშიც კი.
მხოლოდ მადჰია პრადეშში მინიმუმ 9 ბავშვი დაიღუპა.
შედეგად, სამმა შტატმა უკვე აკრძალა Cold rif სიროფის გაყიდვა — მადჰია პრადეში, ტამილ ნადუ და კერალა.
შტატმა ტელანგანამ მოსახლეობისთვის საჯარო გაფრთხილებაც კი გამოაქვეყნა.
ეს უკვე სერიად იქცა
• 2022 წელს WHO-მ ინდოეთში დამზადებული სიროფები დააკავშირა 70 ბავშვის სიკვდილთან გამბიაში.
• 2023 წელს უზბეკეთში 18 ბავშვი გარდაიცვალა მსგავსი სიროფისგან.
• 2024 წელს WHO-მ მეხუთე გლობალური გაფრთხილება გასცა ინდოეთის წამლებზე, რადგან ერაყში აღმოჩნდა დაბინძურებული მედიკამენტები.
ფაქტია: ინდოეთის ფარმაცევტული ინდუსტრია, რომელიც მსოფლიოში გენერიკული წამლების 20%-ს აწვდის, უკვე მრავალი ტრაგედიის წყაროდ იქცა" - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.