loader

"ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.

ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს არარაობები ხართ, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებს, თვითონ არიან არარაობები." - წერს მიხეილ სააკაშვილი.