“შეიძლება უცნაურად ჟღერდეს…”- რას წერს ლიკა გუნცაძე დავით გოგობერიშვილის შესახებ?
პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა სოციალურ ქსელში, დავით გოგიბერაშვილის შესახებ წერს:
"დავით გოგობერიშვილი... შეიძლება უცნაურად ჟღერდეს... ციხის უფროსი დღეს გამოირჩეოდეს ადამიანურობით... კი, უცნაურია, მაგრამ ასე იყო!
მეც და ალბათ სხვა მშობლებიც უზომოდ მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ბიჭების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო და ზრუნავდა მათზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ფილმი "ორნი ქალაქში"მახსენდებოდა. ვისაც არ გაქვთ ნანახი, ნახეთ. მადლობაც კი შევუთვალე, როცა გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.
შვილებივით მიყვარს ეს ბიჭებიო, უთქვამს... მადლობა ბატონო დავით ყველაფრისთვის", - წერს ლიკა გუნცაძე.
ცნობისთვის,გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.