loader

"ამან დამაეჭვა... არანორმალური სისწრაფით ჩავედი ეზოში, მივედი ცხედრებთან, მამაკაცი სასწრაფოს მოსვლამდე ცოცხალი იყო" - რას ჰყვება მეზობელი, რომელიც ისანში, ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამან დამაეჭვა... არანორმალური სისწრაფით ჩავედი ეზოში, მივედი ცხედრებთან, მამაკაცი სასწრაფოს მოსვლამდე ცოცხალი იყო" - რას ჰყვება მეზობელი, რომელიც ისანში, ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში. ისან­ში, ერთ-ერთი კორ­პუ­სის ეზო­ში სამი ადა­მი­ა­ნი, დედა, მამა და შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც კორ­პუს­ში ბინა ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნი­სას არ­ცერთ მათ­განს არ უყ­ვი­რია.

AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ვი­და.

"გვი­ან ვი­ძი­ნებ ხოლ­მე და იმ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით 3-ის 20 წუთი იქ­ნე­ბო­და, აბ­სო­ლუ­ტურ სი­ჩუ­მე­ში ხმა­ურ­მა მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, სა­ში­ნე­ლი ხმა იყო....

არა­ნორ­მა­ლუ­რი სის­წრა­ფით ჩა­ვე­დი ეზო­ში, მი­ვე­დი ცხედ­რებ­თან, მე­გო­ნა, ცო­ცხლებს მი­ვუს­წრებ­დი.

კაცს პულ­სი ჰქონ­და, მე­გო­ნა მო­მეჩ­ვე­ნა, რად­გან 22-ე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე ცო­ცხა­ლი იყო და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ვარ­დნის დროს ხმა არ გა­მი­გია სა­ერ­თოდ - არც კი­ვი­ლი, არც ღრი­ა­ლი, არა­ნა­ი­რი ხმა, რა­ღაც უსუ­ლო საგ­ნე­ბის გად­მოყ­რას ჰგავ­და.

ამან და­მა­ეჭ­ვა, ადა­მი­ა­ნებს ყრიდ­ნენ, თუ ნივ­თებს. ეს პარ­კიც სა­ეჭ­ვოდ მო­მეჩ­ვე­ნა..." - განაგრძეთ კითხვა>>>