loader

პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

დროებით პაატა ბურჭულაძის გვერდს ვმართავთ ჩვენ, მისი ოჯახი.

სამშობლოს სამსახურში! 314 დღე!" - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე 5 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს.

პაატა ბურჭულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.