loader

ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები - შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა: დაკავებულების ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები - შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა: დაკავებულების ვინაობა ცნობილია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 13 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი, რო­მე­ლიც მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში 4 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე 15 პირი, სა­ი­და­ნაც, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 13 პირი - ესე­ნი არი­ან:

თ.მ (თორ­ნი­კე მჭედ­ლიშ­ვი­ლი )ა.ნ (აბო ნა­ვე­რი­ა­ნი)დ.ჟ (დათო ჟღენ­ტი)ბ.მ (ბექა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი)ა.გ. (ალექ­სან­დრე გო­გო­ლა­ძე)ე.შ. (ევა შა­ში­აშ­ვი­ლი)გ.რ (გი­ორ­გი რუ­რუა)ვ.ფ (ვახო ფი­ცხე­ლა­უ­რი)დ.ს (და­ვით სტუ­რუა)მ.მ (მი­ქე­ლა­ძე მა­ნუ­ჩა­რი)ა.ხ (ალექ­სან­დრე ხა­ბე­იშ­ვი­ლი)კ.მ (კახა მჟა­ვა­ნა­ძე)ს.მ (სერ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი) "2 პირი ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­ყო­ფე­ბა მი­მალ­ვა­ში. პო­ლი­ცია ატა­რებს შე­სა­ბა­მის ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი სხვა პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მათი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით”, - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.