"დავუკონკრეტე, რომ ვარ გათხოვილი, თუმცა უარეს დიალოგზე გადავიდა....ნაგავი ხარ, დედას გიტირებ!" - რა შეემთხვა ახალგაზრდა ქალს ტაქსიში?
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალი ტაქსიში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰყვება:
"ავლაბრის მეტროსთან, ჯიპისის წინ რომ ტაქსები დგანან თეთრი "პრიუსი", დიდი ტანის სავარაუდოდ, მელოტი მათხოვარი სახელად კახა!!!! მეტროდან მარტყოფის ქუჩაზე მიწევდა ასვლა. მე არც გზა ვიცოდი და პირველი ტაქსი. რომელიც ვნახე ჩავჯექი , თანხა გადავურიცხე ქეში არ
მქონდა , გზაში უაზრობებზე მესაუბრებოდა , მითხრა ნომერი ჩაიწერე ჩემი რა იცი როდის დაგჭირდებიო და მივხვდი რომ აუცილებლად უნდა ჩამეწერა , რადგან რაღაც რიგზე ვერ იყო და სხვანაირად კონტაქტზე გასვლა გამიჭირდებოდა. საუბრის გაგრძელება უნდოდა და სპეციალურად.
განცდა გზას მით უმეტეს, რომ გაიგო იქაურობის აზრზე არ ვიყავი , მერე მითხრა “ჩორნი ხოდებით” გაგიყვან არ ინერვოულოო , შენისთანა ლამაზ გოგოსთან ყავას დავლევდიო , მივედი თითქმის ადგილამდე და აქ გამიჩერეთ უნდა ვიკითხო ზუსტი მისამართო სადაც მივდივართქო.
მელოდებოდა, რომ გამოვედი 50 მეტრიც არ მქონდა გასავლელი მე გაგიყვანო. სად მიდიხარო. დამელოდეო , ბოლოს გამომძახა. მე აქ გელოდები. რომ მორჩები გავისეირნოთ და ყავა დავლიოთ, გოგუშკებიო !!! თავიდანვე მსგავსი საუბარი რომ ამერიდებინა. დავუკონკრეტე,
რომ ვარ გათხოვილი, თუმცა უარეს დიალოგზე გადავიდა. დღეს დაურეკეს ჩემებმა და ბოდვა დაიწყო… სახელ და გვარს , მანქანის ნომერს , სურათს ხვალ, ყველაფერს რომ დავაზუსტებთ აუცილებლად დავდებ!!! მანამდე არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიყვანო და სპეციალურად არ ვდებ! მათხოვარი, ნაგავი ხარ, დედას გიტირებ! აუცილებლად გადაგცემ პოლიციას", - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.