loader

თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა - როგორია არსებული ინფორმაცია და რა ხდება ამ წუთებში ქეთევან წამებულის გამზირზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა - როგორია არსებული ინფორმაცია და რა ხდება ამ წუთებში ქეთევან წამებულის გამზირზე?

თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა. ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.

შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი საპატრულო ეკიპაჟის მოწოდების შემდეგ, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, გაღიზიანდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა.