"როდესაც ყალბი ილუზიის შექმნით უამრავ სხვა გულანთებულ ადამიანზე, ქვეყნის მომავალზე იღებ პასუხისმგებლობას, მარცხით გამოწვეული ტვირთი ნებისმიერ ციხეზე მძიმე სატარებელი ხდება," - რას წერს გია ხუხაშვილი
პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
"მხოლოდ შეცდომების აღიარება და მარცხის მიზეზების გააზრება გიტოვებს მომავალში გამარჯვების შანსს. სევდის მომგვრელია, როცა ნაცვლად ამისა, ისევ უტევენ მათ, ვინც აფრთხილებდა ხელისუფლების სასარგებლო პროვოკაციაში ბრმად მონაწილეობის შესახებ.
ყველა პოლიტ-პატიმარს ვუთანაგრძნობ. მათ პირად გამბედაობასაც ვაფასებ. მათი ქმედება მისაღები და დასაფასებელია, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე აგებენ პასუხს. მაგრამ, როდესაც ყალბი ილუზიის შექმნით უამრავ სხვა გულანთებულ ადამიანზე, ქვეყნის მომავალზე იღებ პასუხისმგებლობას, მარცხით გამოწვეული ტვირთი ნებისმიერ ციხეზე მძიმე სატარებელი ხდება," - წერს გია ხუხაშვილი.