loader

შესაძლოა თუ არა, აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს? - რას პასუხობს კითხვას შს მინისტრი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლოა თუ არა, აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს? - რას პასუხობს კითხვას შს მინისტრი?

შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცესში მიეცემა“, - განაცხადა გელა გელაძემ.

კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გელა გელაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.