რას ამბობს ანი ნადარეიშვილი ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ტელეკომპანია"იმედის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერს ემხაურება და ამბობს, რომ ის ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ხალხო "იმედზე" ახლა ვრცელდება ვითომ ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია, აი, ათასი პროცენტი, საერთოდ არაა ბაჩოს ხმა" - წერს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, "იმედმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ჩაწერილი. მისი ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.