აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელის რეზიდენციასთან ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს
ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ ორბელიანის მოედანზე რჩება. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბარიკადებს, გარე ინვენტარს, კონკრეტულად კი სკამებს წვავენ. ადგილზე განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი. მოქალაქეები სკანდირებენ: „ბოლომდე! ბოლომდე!“
ამ დროისთვის სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.