"აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცეთ არა წარსულს, არამედ მომავალს" - ირაკლი კუპრაძე
თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თქვენს საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო -ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის პროგნოზს წყვეტენ, მხოლოდ და მხოლოდ, თბილისელები და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ქალაქის ბედზე.