"10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა - ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია" - ცესკო
10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა - ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.