რამდენი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად 12 პოლიტიკური პარტია ("ქართული ოცნება"; "გირჩი"; "ძლიერი საქართველო-ლელო"; "გახარია საქართველოსთვის“; "მამული, ენა, სარწმუნოება"; "კონსერვატორები საქართველოსთვის" ; "ჩვენი გაერთიანებული საქართველო"; "თავისუფალი საქართველო"; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"; "საქართველო"; "მწვანეთა პარტია"; "სახალხო ხელისუფლება") იბრძვის.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 3 513 818-ს შეადგენს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერი უნდა აირჩეს, თბილისში 9 კანდიდატია:
41 - "ქართული ოცნება" - კახა კალაძე;
9 - "ძლიერი საქართველო-ლელო" - ირაკლი კუპრაძე;
3 - "კონსერვატორები საქართველოსთვის" - ზურაბ მახარაძე;
36 - "გირჩი" - იაგო ხვიჩია;
1 - "მამული, ენა, სარწმუნოება" -თეიმურაზ ბოკელავაძე;
7 - "თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავა;
8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - ოთარ ჭითანავა.
11 - "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი;
12 "მწვანეთა პარტია" -გიორგი გაჩეჩილაძე.