loader

"გავიგე იტალიის D ვიზა აგიღიათ და ქვეყნიდან წასვლას აპირებთ ელიტურ ემიგრაციაში" - ნანუკა ჟორჟოლიანის და სალომე სამადაშვილის დაპირისპირება სოციალურ ქსელში: რას პასუხობს პოლიტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავიგე იტალიის D ვიზა აგიღიათ და ქვეყნიდან წასვლას აპირებთ ელიტურ ემიგრაციაში" - ნანუკა ჟორჟოლიანის და სალომე სამადაშვილის დაპირისპირება სოციალურ ქსელში: რას პასუხობს პოლიტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციას

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა D კატეგორიის იტალიის ვიზა აიღო და საცხოვრებლად მიდის.

"მეგობრებო, როცა ვითომ ოპოზიციის წევრები არჩევნებზე გეპატიჟებიან გატყუებენ. აგერ ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა უკვე აიღო იტალიის D კატეგორიის ვიზა რაც ნიშნავს იმას რომ საცხოვრებლად მიდის ამ უმაგრეს ქვეყანაში.მისი ბოლო სპეცოპერაცია, ბიძინას რუსული არჩევნები გაუპრავოს იმდენად ეფექტური აღმოჩნდა რომ უძვირეს ქვეყანაში გადაწყვიტა წიგნის დაწერა.ამ ხალხმა უკვე იცის რომ არათუ რამეს გამოგლიჯავენ, ამ ქვეყანაში ცხოვრებას არც კი აპირებენ.ჰოდა ვინც ვაპირებთ აქ დარჩენას, ვიკრიბებით რუსთაველზე."

აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა სალომე სამადაშვილ პირად ფეისბუკ გვერდზეც დაუწერა: "გავიგე იტალიის D ვიზა აგიღიათ და ქვეყნიდან წასვლას აპირებთ ელიტურ ემიგრაციაში", რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა:

"ელიტური" სიტყვის უადგილოდ გამოყენება ავტორზე მეტს ამბობს, ვიდრე ადრესატზე. ემიგრაციაში წასვლა რომ მინდოდეს, წავიდოდი ისე, დიდი ხნის წინ. ემიგრაციაში არ ვგეგმავ წასვლას, თუმცა ამერიკული გამომცემლობის შეკვეთით ჩემს წიგნზე სამუშაოდ და ევროპულ არქივებში სამუშაოდ ნამდვილად ვგეგმავ ევროპაში ბევრი დროის გატარებას, რასაც მათ შორის კი, ვიზის აღება სჭირდება. მესმის, რომ წიგნის წერა საქართველოს და რეგიონის პრობლემებზე შენთვის ღირებული საქმიანობა არაა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ხელნაწერები არ იწვის.."

capture-1759511731.jpg