"უსაშინლესი წამები, როცა ხმა ძლიერდება და როცა გშორდება, ამოსუნთქვა... წარმოიდგინეთ, უბრალოდ, წარმოიდგინეთ" - უმძიმესი კადრები ბუჩადან
"ბუჩა დღეს - უსაშინლესი წამები, როცა ხმა ძლიერდება და როცა გშორდება, ამოსუნთქვა. წარმოიდგინეთ, უბრალოდ, წარმოიდგინეთ. ოჰ, პუტინ, მე შენი სუყველაფერი!" - წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში და ბუჩადან უმძიმესი კადრებს ავრცელებს.
რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 49 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 4 ბალისიტიკური რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 1 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 49 დრონი გაუშვეს.თავდაცვის ძალებმა უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 44 რუსული დრონი გაანეიტრალეს.რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.