loader

უქმე დღეებთან დაკავშირებით, შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს - ვინ როდის შეძლებს სასურველი მომსახურების მიღებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უქმე დღეებთან დაკავშირებით, შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს - ვინ როდის შეძლებს სასურველი მომსახურების მიღებას?

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებში - 3 და 4 ოქტომბერს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს.

იმ პირებს, რომელთაც 3 ოქტომბერს უწევდათ მოთხოვნილი ცნობის მიღება, დოკუმენტს მიიღებენ 6 ოქტომბერს;იმ პირებს, რომელთაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 3 ან 4 ოქტომბერს, გამოცდით ისარგებლებენ 6 ოქტომბერს;

იმ პირებს, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 3 ოქტომბერს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;

იმ პირებს, რომელთაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით.

იმ პირებს, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით“,- ნათქვამია განცხადებაში.