loader

"დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს - აბა, გაბედოს ვინმემ" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს - აბა, გაბედოს ვინმემ" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქი მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე ურ­ბა­ნუ­ლად სწო­რად ვი­თარ­დე­ბა.

მან ურ­ბა­ნულ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა."ძი­რი­თა­დად, ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან მო­დის სა­უ­ბა­რი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ფაქ­ტი, რომ რამე არას­წო­რად კეთ­დე­ბა, არ არ­სე­ბობს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, ეს იყო გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ღე­ბა - დო­კუ­მენ­ტის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მოხ­დეს და ხდე­ბა ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ნამ გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მი­დი­ო­და მუ­შა­ო­ბა, გვქონ­და გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი, გვახ­სოვს, რა დღე­ში იყ­ვნენ ოპო­ნენ­ტე­ბი, რა ამ­ბავ­ში იყ­ვნენ, რო­დე­საც ამ შე­ნიშ­ვნებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით და ღიად ვამ­ბობ­დით, რომ რა­ღა­ცე­ბი უნდა შეც­ვლი­ლი­ყო. გარ­კვე­უ­ლი ბრძო­ლის, უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბუ­ლი­ყო. მი­ვი­ღეთ ისე­თი გეგ­მა, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ქა­ლა­ქის სწო­რი ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და არა ქა­ო­სუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა არა­ერ­თი გას­ხვი­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია და­იბ­რუ­ნა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ნაც­ვლად, მათ ად­გი­ლას რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბი და სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი მო­ა­წყო.

"ხომ გახ­სოვთ, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბი სხვის­დე­ბო­და იმის­თვის, რომ იქ კორ­პუ­სე­ბი აე­შე­ნე­ბი­ნათ. ვა­კის პარკში ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, რომ არ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა ეს ტე­რი­ტო­რია. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­ხსე­ნით "ავა­ზას“ სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც გახსვი­სე­ბუ­ლი იყო იმის­თვის, რომ კორ­პუ­სე­ბი აე­შე­ნე­ბი­ნათ. ასე­თი უამ­რა­ვი ფაქ­ტი, მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო. დღეს ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს, ვერც პარკში, ვერც სკვერ­ში, ვერც სტა­დი­ო­ნის ნაც­ვლად, კორ­პუ­სე­ბი წა­მო­ჭი­მოს. აბა გა­ბე­დოს ვინ­მემ“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა "რუს­თა­ვი2“-თან, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც პრეს­სას­მა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.