loader

ვრცელდება დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები; არის მსხვერპლი - ვიდეოში ისმის პანიკაში მყოფი მოსახლეობის ხმა (პილიპინები) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები; არის მსხვერპლი - ვიდეოში ისმის პანიკაში მყოფი მოსახლეობის ხმა (პილიპინები)

ცენტრალურ ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, 60-მდე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მიწისძვრა სებუს სანაპიროსთან მოხდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და შენობების დაზიანება გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, სებუს ადგილობრივმა მთავრობამ პროვინციაში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა. პროვინციის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ბოგოში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს.

ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა და განაცხადა, რომ „ზღვის დონის მცირე რყევებით გამოწვეული რაიმე ზემოქმედება ძირითადად ჩავლილია“.