loader

"დღევანდელ სიახლეს რაც შეეხება..." - ახალი გადაწყვეტილება თბილისელებისთვის, რომლის განხორციელებაც კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღევანდელ სიახლეს რაც შეეხება..." - ახალი გადაწყვეტილება თბილისელებისთვის, რომლის განხორციელებაც კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება

დედაქალაქში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა, ერთს კი დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ასევე, იგეგმება მეტროსადგურ „ისნისა“ და „ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს, მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს.

ასევე, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა.