loader

"ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა მამუკა მდინარაძემ - ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა მამუკა მდინარაძემ - ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული" - ირაკლი კობახიძე

ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ბატონმა მამუკა მდინარაძემ, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაიწყო გამოძიება, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუს-ის საქმიანობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული.

„პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ზომებს, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად დაიხვეწოს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობა იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად თავიდან აცილებული ნებისმიერი ასეთი შემთხვევა მომავალში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.