loader

მოლდოვის არჩევნებში ხმების სრულად დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოლდოვის არჩევნებში ხმების სრულად დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

მეორე ადგილზე 24.18%-ით „პატრიოტული ბლოკი“ გავიდა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.96% მიიღო. მეოთხე ადგილზე გავიდა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.20%-ით, ხოლო მეხუთე ადგილი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიამ დაიკავა - 5.62%-ით.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 608 518 ადამიანმა მიიღო, ანუ ამომრჩეველთა 52.21%-მა.